ღვინის ექსპორტი გაიზარდა – რა ღირს ქართული ღვინო?

ღვინის ექსპორტი გაიზარდა – რა ღირს ქართული ღვინო?

ღვინის ექსპორტი გაიზარდა. პირველ კვარტალში საექსპორტო ბაზრებზე 56.3 მლნ დოლარის ღვინო გავიდა. ღვინის ექსპორტის 67.5% კვლავ რუსეთის ბაზარზე მოდის. ამ ქვეყანაში 3 თვეში 38 მლნ დოლარის ღვინო გაიყიდა.

1 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინო რუსეთის გამოკლებით მხოლოდ 5 საექსპორტო ბაზარზე გავიდა. მათ შორის, მიმდინარე ომის მიუხედავად, რეიტინგში დაწინაურდა უკრაინა, სადაც წელს 3 მლნ დოლარზე მეტის ღირებულების ღვინოა გატანილი.

ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრები / TOP 10

1. რუსეთი – 38.04 მლნ დოლარი
2. პოლონეთი – 3.15 მლნ დოლარი
3. უკრაინა – 3.12 მლნ დოლარი
4. ჩინეთი – 2.6 მლნ დოლარი
5. ყაზახეთი – 2.19 მლნ დოლარი
6. აშშ-1.14 მლნ დოლარი
7. გერმანია – 0.97 მლნ დოლარი
8. ლატვია – 0.95 მლნ დოლარი
9. ბელარუსი – 0.69 მლნ დოლარი
10. ლიეტუვა -0.50 მლნ დოლარი

საანგარიშო პერიოდში დაახლოებით 19.3 მლნ ლიტრი ღვინოა ექსპორტზე გატანილი. 1 ლიტრი ღვინის საექსპორტო საშუალო ფასი 2.92 აშშ დოლარია. მათ შორის,  აშშ-ში საშუალო ფასი 6.5 დოლარს შეადგენდა. გასული წლის ამავე პერიოდში საშუალო საექსპორტო ფასი 2.98 აშშ დოლარი იყო.

მსგავსი სიახლეები

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის ბირჟის გახსნისთვის?

რეფორმა გაზის სექტორში – მზადაა თუ არა ქვეყანა გაზის…

ენერგეტიკული ბირჟის გახსნის შემდეგ, საქართველოს ანალოგიური პლატფორმის ამოქმედება გაზის სექტორშიც მოუწევს. ეს იმ ვალდებულების ნაწილია, რომელიც საქართველომ ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრიანებით…
სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას 1 225 000 ლარად ყიდის

სახელმწიფო ტაბახმელაში ქონებას ელექტრონულ აუქციონზე 1 225 000 ლარად ყიდის. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სოფელ ტაბახმელაში 5 834 კვ.მ.-ის ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების…
სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

სექტემბერში ფულადი გზავნილები 1%-ით შემცირდა

2024 წლის სექტემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 283.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1.1%-ით (3.0 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია…